შსს-ს ცნობით, კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცნობით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, იგი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით გასვლისას დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დ. ბ კიევის ინტერპოლის მიერ 10.12.2015 წლის 10 დეკემბრიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

გამოძიების ცნობით, დ. ბ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, აცხადებს პოლიცია.