ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ფემიციდის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის წევრებიდან ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობის განსაზღვრებას  მხარი “ქართული ოცნების ” წევრებმა- რუსლან პოღოსიანმა, პაატა კიკაველიძემ, ასევე, “რესპუბლიკელმა” თეიმურაზ ნერგაძემ დაუჭირეს. დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად 7 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტს არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, ასევე,  სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მღვდლები, რომლებიც დღეს გამართულ კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ.

თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტისისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს ფემიციდისთვის ცალკე დანაშაულის კატეგორიის მინიჭებას. კერძოდ, მომზადებული პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება, რომ ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.

კანონპროექტის მიზანია გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მვკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.