გურიის მოამბე: ურეკში ბულვარი აშენდება

ურეკში 1.8 კმ სიგრძის ბულვარი აშენდება.

“ქუჩა-ბულვარი გაკეთდება ზღვის გასწვრივ, პლაჟის შემდეგ. იქნება მთლიანად საფეხმავლო და ძალიან ბევრი მოსასვენებელი სკამები და პალმები იქნება”, – განუცხადა გურიის გუბერნატორის მოადგილემ ლაშა შაფაქიძემ გაზეთ “გურიის მოამბეს”.

“გურიის მოამბის” ცნობით, ადგილზე არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს, სამუშაოების დასრულება კი დაგეგმილია სზღვაო სეზონის დაწყებამდე.