მაისში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ჯამში, 1 957 899.07 ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაისის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს შესწირეს. ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური პარტია [სახელმწიფო ხალხისთვის], ხოლო მესამეზე- გირჩი:
აპრილში ყველაზე მეტი ფული “პატრიოტთა ალიანსს”, “ოცნებას” და “გირჩს” შესწირეს. 2016 წლის პირველი სამი თვის [იანვარ-მარტი] განმავლობაში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს ფიზიკური პირებისგან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ მიღებული თანხების თვალსაზრისით ლიდერობდა ახალი პოლიტიკური ცენტრი (გირჩი), მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსი იყო, ხოლო მესამეზე – კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია “ბედნიერი საქართველოსთვის”.