“მაესტროს” ჟურნალისტებმა და ბეჭდური მედიის ნაწილმა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეს.
პრესის ასოციაციის თავმჯდომარისა და გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, პრესის გავრცელების ჯიხურების აღება უმსგავსობა და გაუგონარი საქციელია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრესას.
აქციის მონაწილეებმა თეთრი და წითელი ფერის ამკრძალავი ლენტი შემოიხვიეს. ღლონტის განცხადებით, აქცია არის სიმბოლო იმისა, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” შენობა ოკუპირებულია და იქ შესვლა სიცოცხლისთვის საშიშია.