“ჰერეთი”: გურჯაანის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

რადიო “ჰერეთის” ცნობით, გურჯაანის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე გოგა პეტრუზაშვილი შეასრულებს.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობა კახეთში კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის – სიღნაღის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზიშვილმა დატოვა, რის შემდეგაც ქრთამის აღების ბრალდებით სიღნაღის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახი ღვინიაშვილი დააკავეს.