„ვისოლ ჯგუფმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირ #36-ა–ში მდებარე „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში ორგანიზაცია “გენი ქართულის” ბენეფიციარ მრავალშვილინი ოჯახების ბავშვებისთვის ინფოტურით დაიწყო.
მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ „ვენდის“ სამზარეულო და გაცნობოდნენ, როგორი მაღალი სტანდარტებით ხდება „ვენდის“ უგემრიელესი მენიუს მომზადება. დამატებით, მათ გართობაზე იზრუნეს„ვენდის“ გოგონებმა და სახეზე მოხატვით, ხელის გულებზე ფერადი საღებავებით ანაბეჭდების დადებით, ცარცით ეზოს მოხატვით და საკვირაო სკოლა „რებუსთან“ ერთად გასართობ–შემეცნებითი აქტივობებით, ბავშვებს „ვენდიში“ დაუვიწყარი დროის გატარების შესაძლებლობა მიეცათ.
ორგანიზაცია “გენი ქართული” საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის მატებასა და საზოგადოებრივი აზრის ამ კუთხით ფორმირებას ემსახურება, რითაც დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „ვისოლ ჯგუფი“ შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს: