ანონსი: 30 მაისი

09:45 საათზე, სასტუმრო ,,Holiday Inn Tbilisi”-ში ვროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ქართველი მეცნიერებისთვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP) საინფორმაციო დღე და სემინარი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გახსნის.

11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” პარლამენტის წევრი, “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:20 საათზე, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი, რომელსაც გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა.

4:00 საათზე, სასტუმრო რუმსში (მ. კოსტავას 14), მასტერ რუმში, გაიმართება პრესკონფერენცია 2 ივნისის აქციასთან დაკავშირებით.

აქციის ორგანიზატორებთან ერთად, მედიის კითხვებს უპასუხებენ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრები, ექიმი-ადიქტოლოგი დავით ოთიაშვილი და ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე და ჯგუფის Young Georgian Lolitaz ლიდერი ნიკა კოჩაროვი.

15.30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად ბრატისლავის სახელობის სკვერს გახსნის.