მოსწავლეთა სასახლის მიმდებარედ დროის კაფსულაში მოზარდების სურვილები ჩადეს

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარედ, დროის კაფსულაში მოზარდების სურვილები ჩადეს.

ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყო. მას საქართველოს პრემიერმინიტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. დროის კაფსულაში მოზარდების სურვილები ჩადეს.

ღონისძება პროექტ დროის ამბავის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი მოსაზრებები და სურვილები დატოვონ, რომელსაც 25 წლის შემდეგ, 2041 წელს გახსნიან. 

პროექტში “დროის ამბავი” მონაწილეობა ყველას შეუძლია, მათ ამისთვის საიტზე www.droisambavi.ge ფოტოს, ვიდეოს ან ტექტის სახით შეუძლიათ დატოვონ თავიანთი მოსაზრებები თუ სურვილები.

"დროის კაფსულის ჩაშვება". 26.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“დროის კაფსულის ჩაშვება”. 26.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თბილისის მერი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. 26.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თბილისის მერი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. 26.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი