2012 წელს ხადიჯა ისმაილოვა “ცაიტის ფონდმა” (Zeit Stiftung) და „გამოხატვის თავისუფლების ფონდმა” (Fritt Ord Foundation) დააჯილდოვეს გერდ ბუცერიუსის პრემიით აღმოსავლეთ ევროპაში თავიუფალი პრესის განვითარებისთვის. მას სხვა ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული, როგორც მამაც და პატივსაცემ ჟურნალისტს. მან არაერთი სტატია გამოაქვეყნა აზერბაიჯანში კორუფციის შესახებ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების პროექტის” (OCCRP) ფარგლებში. სულ ბოლოს მუშაობდა აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილი სიის კონსოლიდაციაზე, რომელშიც 100-მდე პოლიტიკური პატიმარია თავმოყრილი.