ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე იმსჯელებენ

დღეს, 24 მაისს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (კორეპერი) იმსჯელებს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე. განხილვა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ ამ საკითხს კენჭს უყრიან მინისტრთა საბჭოში.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:

 

 

 

ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.