თავად ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი კი აცხადებს, რომ სამართალდამცავები მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
“მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაუკა ღლონტმა სამართლადამცავები ეროსი კიწმარიშვილის ქმედებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
სამართალდამცავები ტელეკომპანიასთან მამუკა ღლონტმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც ეროსი კიწმარიშვილი ღობიდან შევიდა შენობაში და თანამშრომლებს არ უშვებდა. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შენობაში შევიდნენ, თუმცა თანამშრომლებს შესვლის საშუალება არ მისცეს და მედიასთანაც მხოლოდ ახლა გააკეთეს კომენტარი.