ავიაკომპანია Silk Way-ს აზერბაიჯანული სატვირთო თვითმფრინავი ავღანეთის ჰალმენდის პროვინციაში 18 მაისს, აფრენის დროს ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი [აზერბაიჯანის 5, უკრაინის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე] იმყოფებოდა. ოფიციალური ცნობით, 7 წევრი დაიღუპა და 2 მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში შექმნილია კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის ფაქტს გამოიძიებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *