17 მაისიდან 2 დღით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, 17 მაისს, დილის 10:00 საათიდან, 48 საათის განმავლობაში, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა აღმაშენებლის ხეივნის 12–ე კილომეტრზე (მირიან მეფის ქუჩისა და ‘’გუდვილის’’ გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე).

მერია აცხადებს, რომ არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.