რეზოლუციაში არანაკლები ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მედიის თავისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაძლიერებას.
- დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები ადვოკატების შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტების გამოიძიებისათვის;
- შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დასაჯოს დამნაშავეები;
- უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება; ამ მიზნით: ა) საშუალება მისცეს მედიას, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე დამოუკიდებლად და ობიექტურად წარმართოს საკუთარი საქმიანობა; ბ) ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში პოლიტიკურ ოპოზიციასთან,
- პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს სასამართლო რეფორმას მისი სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რათა აღმოიფხვრას ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლებების და პოლიტიკური უფლებების შელახვა;
- გააუმჯობესოს პირობები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;
- შექმნას სათანადო პირობები ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა;
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შრომითი უფლებები და სტანდარტები”.
“აშკარა და მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამახვილებს ყურადღებას არა მხოლოდ ქრონიკულად ქცეულ პრობლემებზე, არამედ ბოლო თვენახევრის მანძილზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემთხვევებზეც, რასაც სათანადო რეაქცია უნდა მოჰყვეს როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან”, – აღნიშნავენ რესპუბლიკები.
