IDFI: საქართველოს პრეზიდენტებმა 2003-15 წლებში 11 595 სახელმწიფო ჯილდო გასცეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ გაცემულია 11 595 სახელმწიფო ჯილდო, საიდანაც ყველაზე მეტი – 5525 იყო ღირსების ორდენი, 2541 – ღირსების მედალი, ხოლო 1160 – მედალი მხედრული მამაცობისთვის.

IDFI-ის ცნობით, ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები.

“2012 წელს გაიცა 2681 სახელმწიფო ჯილდო, 2013 წელს კი – 1926. 2013 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ უხვად გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის ისეთი ჯილდოები, რომლებიც წინა წლებში ან საერთოდ არ გაცემულა, ან გაიცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. მაგალითად, 2013 წელს გაიცა 11 ეროვნული გმირის ორდენი, 30 წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, 2 დავით აღმაშენებლის ორდენი, 39 თამარ მეფის ორდენი, 157 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 20 წმინდა ნიკოლოზის ორდენი და 56 ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.”

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წერს, სააკაშვილის მიერ 2012 წელს გაიცა 2681 სახელმწიფო ჯილდო, 2013 წელს კი – 1926. მათი ცნობით, სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წელი (2013) იმითაც იყო გამორჩეული, რომ უხვად გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის ისეთი ჯილდოები, რომლებიც წინა წლებში ან საერთოდ არ გაცემულა, ან გაიცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში:

“მაგალითად, 2013 წელს გაიცა 11 ეროვნული გმირის ორდენი, 30 წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, 2 დავით აღმაშენებლის ორდენი, 39 თამარ მეფის ორდენი, 157 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 20 წმინდა ნიკოლოზის ორდენი და 56 ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.”

prize2 (C) IDFI

prize3 (C) IDFI

IDFI ასევე დაინტერესდა, თუ ვისზე გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ჯილდოები. ამის გასარკვევად ორგანიზაციამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2003-2015 წლებში ზემოხსენებული ორდენებით დაჯილდოებულთა სახელობითი სიის მოთხოვნით. მათი ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს მოთხოვნაც სრულყოფილად დააკმაყოფილა.

ეროვნული გმირის ორდენი

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს ქვეყნისთვის განსაკუთრებული, გამორჩეულად გმირული საქციელის ჩადენისთვის. ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. 2003-2015 წლებში ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

 

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გაიცემა საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

დავით აღმაშენებლის ორდენი

დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისთვის. IDFI-ის ინფორმაციით, 2003-2015 წლების განმავლობაში ეს ჯილდო გაიცა მხოლოდ ორჯერ – გიორგი უგულავასზე და ლევან ვარშალომიძეზე.

თამარ მეფის ორდენი

თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. ორგანიზაციის ცნობით, 2003-2015 წლებში თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის. IDFI-ის ცნობით, 2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ:

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, გარკვეულ კითხვებს ბადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემული ზოგიერთი ჯილდო.

“მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ორდენის საპატიო ჯილდოთი 2010 წელს დაჯილდოვდნენ პირები, რომლებიც დღეის მდგომაროებით გასამართლებულნი ან ძებნილნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული ჯილდო 2010 წელს მიიღო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან ქარდავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ კოხტა კოდუამ. 2014 წელს ლევან ქარდავას სასამართლოს გადაწყვეტილებით განზრახ მკვლელობისთვის შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კოხტა კოდუას დაკავებულების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.”

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით დაჯილდოებულს ჩამოართვას სახელმწიფო ჯილდო. ჯილდოს ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელი ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. IDFI-ის განცხადებით, ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევებს ვხვდებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს: “მაგალითად, 2004 წლის 23 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გენერალ რომან დუმბაძეს, რომელსაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო ღალატში, ჩამოერთვა მისთვის წარსულში გადაცემული სახელმწიფო ჯილდოები.”

IDFI-ის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაცემული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯილდოს ჩამორთმევის უფლებით არ უსარგებლია.

IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების (ორდენები და მედლები) შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით 2016 წლის 21 იანვარს მიმართა.

საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები. დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ჯილდოები და ორდენები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები, რომლებთან ერთად ასევე გაიცემა გარკვეული ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემია:

jildo1 (C) IDFI