შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები დააკავეს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით. სამივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სალონებში მომუშავე ქალები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).