სომხეთმა შესაძლოა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს

სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტს და განსახილველად სომხეთის პარლამენტში შეიტანა.

სომხეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებით, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტის მიღება სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული.

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სომხეთის ოპოზიციის კანონპროექტს სომხეთის პარლამენტმა კენჭი 2014 წელსაც უყარა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.

აქამდე ოფიციალური ერევნის პოზიცია იყო, რომ სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება OSCE-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს ხელს შეუშლიდა. თუმცა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილის 5-დღიანი შეტაკებების შემდეგ სომხეთში აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა.