ავტოსაგზაო შემთხვევა ილიას უნივერსიტეტთან [VIDEO]

ჭავჭავაძის გამზირზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირდაპირ, “ნისანის” ტიპის ავტომანქანა ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა.

“ორი ბიჭი გადმოდიოდა უნივერსიტეტის მხრიდან გზაზე, მანქანას წინ გადაურბინეს, მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ერთ–ერთს დაეჯახა,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ავარიის ფაქტს შეესწრნენ.

არც მძღოლი და არც ფეხით მოსიარულე სერიოზულად არ დაშავებულან. ადგილზე მობილიზებული იყო პატრულის და სასწრაფო დახმარების მანქანები. ავტოსაგზაო შემთხვევა მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე მოხდა.