საფრანგეთის პრეზიდენტს შვილი შეეძინა

44 წლის კარლა ბრუნისა და 56 წლის ნიკოლა სარკოზის შვილი შეეძინათ. ნიკოლა სარკოზისთვის ეს პირველი ქალიშვილია.

საფრანგეთის პრეზიდენტი ბავშვის დაბადების დროს გერმანიაში იმყოფებოდა და ანგელა მერკელთან შეხვედრას მართავდა ეკონომიკური კრიზისის საკითხებზე.

სარკოზისა და კარლა ბრუნის ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკოლა სარკოზი პირველი ფრანგი პრეზიდენტია, რომელსაც შვილი პრეზიდენტობის პერიოდში შეეძინა. წინა ქორწინებებიდან მას სამი ვაჟი ჰყავს.