საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა.

ორგანიზატორებმა პლატფორმის შექმნის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე  27 აპრილს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ  საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა  საქართველოში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამსუბუქებლად შეიქმნა და მათი მიზანი ნარკოტიკების მომხმარებლებზე ორიენტირებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ეფექტურობის უზრუნველყოფაა.

მათი განცხადებით, პლატფორმა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ჯგუფების და ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტური და ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში 33 არასამთავრობო ორგანიზაცია და მოძრაობაა გაწევრიანებული.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება ეს და სხვა საკითხები:

ხელმოწერები საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ბანერზე. 27.04.2016. ფოტო: ნეტგაზეთი

ხელმოწერები საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ბანერზე. 27.04.2016. ფოტო: ნეტგაზეთი