ენმ-ის საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან [ვიდეო]

თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის ივანიშვილზე გადაფორმების საკითხი სპეცილურად დაამთხვიეს აღდგომის დღესასწაულის დღეს, რათა ხალხის ყურადღება ამ საკითხზე არ გამახვილებულიყო.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა 3 მაისისთვის გაცილებით მასშტაბურ აქციას გამართავს და ბოტანიკური ბაღის საკითხს ბიძინა ივანიშვილს არ შეარჩენენ.

ენმ-ის პროტესტი ეხება ორ ფაქტს, რომელიც ბოტანიკურ ბაღსა და მის მიდებარე ტერიტორიას უკავშირდება და რომლის შესახებაც ინფორმაცია ნიკა მელიამ დღეს გაასაჯაროვა. ამ საკითხზე ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.