ჟურნალისტთა შორის ნარდის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც “საქართველოს ნარდის კლუბმა“ და საქართველოს უმსხვილესი ონლაინ- და ოფლაინ- აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა ბეთმა“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართა, დასრულდა.
ღონისძიება 21-24 აპრილს, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ გაიმართა და მასში მსოფლიოს 9 ქვეყნის 41ჟურნალისტი მონაწილეობდა. ტურნირის დირექტორმა, ნარდის მსოფლიო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა – მარკო ფორნასირმა (იტალია) ტურნირის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადასცა სპეციალური პრიზები. გრან-პრის მფლობელი გახდა ამერიკელი ვეტერანი მონარდე, ამერიკის მონარდეთა კავშირის წევრი, ნარდის შესახებ ორი პოპულარული წიგნის ავტორი რობერტ ვახტელი. რობერტს ფინალში ქართველი, რადიო „იმედის“ ჟურნალისტი კახა გელაშვილი შეხვდა, რომელიც ანგარიშით 9:4 დამარცხდა.
27 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში “ნარდის მსოფლიო თასის ღონისძიება აიღებს სტარტს, რომლის პარტნიორი ქართულ ბაზარზე წამყვანი პოზიციის მქონე კომპანია — „ბეთსონ ჯგუფის“ წევრი „ევროპა ბეთია“, რომელიც მომხმარებელს კომფორტულ, საინტერესო, ინოვაციურ აზარტულ თამაშებს ონლაინ- და ოფლაინ- სივრცეში სთავაზობს.
როგორც „ევროპა ბეთის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ნარდის მსოფლიო თასის“ საპრიზო ფონდისთვის 125,000 აშშ დოლარია გამოყოფილი.