თბილისში, თენგიზ აბულაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი მშენაბარე კორპუსთან სამშენებლო მასალებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სიახლოვეს მდებარე მაღაზიებში მეხანძრეები მოქალაქეებს არ უშვებენ.