ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი 90კგ წონით კატეგორიაში ვეროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში უნგრელი კრისტიან ტოტი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

ლიპარტელიანი

ლიპარტელიანი

ეს ყაზანში მიმდინარე ვეროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს მედალია, პირველი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი – ვერცხლს.