ივანიშვილის პრესსამსახური: ოქრუაშვილთან მოლაპარაკებები არც იგეგმება

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური “მცდარს” უწოდებს ქართული პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაწყებული კონსულტაციების თაობაზე.

“ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, არანაირი მოლაპარაკება “ქართული პარტიის”  წარმომადგენლებთან და, მით უფრო, ირაკლი ოქრუაშვილთან არ მიმდინარეობს და არც იგეგმება”, ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის 13 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.