ბიძინა ივანიშვილი მზადაა , უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში, თუმცა არ აპირებს მისვლას ტელევიზიების სტუდიებში.
“თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია”, ნათქვამია ივანიშვილის პრესმდივნის ირაკლი ტრიპოლსკის გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი მილიარდერი, რომელმაც გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პარტიის შექმნის შესახებ, ჯერჯერობით არ გამოჩენილა მედიასთან და საზოგადოებამ მისი გადაწყვეტილებების შესახებ მხოლოდ გამოქვეყნებული ღია წერილებით იცის.