გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში გადაიდო

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადაიდო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა:

“გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი  დღეს გამართავს შეხვედრას გენერალური მდივნის ოფისში ამ საკითხთან დაკავშირებით და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი,” – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პან გი მუნი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-24 აპრილს უნდა სწვეოდა. ინფორმაციას ამის თაობაზე გუშინ, 20 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო  პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.