ანონსი – 20 აპრილი

10:00 საათზე – სასტუმრო „Tbilisi Marriott-ში“ (თბილისი, რუსთაველის ქ.N13), ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია Headwall Power International-ის პრეზიდენტი Bradford J. Meikle, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

12:00 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ახლად გახსნილ ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს დაათვალიერებს. ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი არასრულწლოვანთა არასაპატიმრო სასჯელს – ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით შინა პატიმრობას აღასრულებს. მისამართი: ყაზბეგის 42 (პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისი).

12:00-ზე “პირველ პრესკლუბში” “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი, პოლიტრეპრესირებული რამაზ გაგნიძე და მოქალაქეები: ლიკა პიკიანი და ზურაბ ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავენ. თემა: სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

12:00 საათზე საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს.

13:00 სთ–ზე, „მემარცხენე ალიანსის„ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: „მემარცხენე ალიანსის“ ინიციატივა საავტომობილო გაზის გაიაფების მიზნით

16:00 საათზე, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და ქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გივი კუბლაშვილი გამართავენ შეხვედრას ასათიანის N12-ისა და ზაქარიაძის N3-ის მცხოვრებლებთან. განიხილება მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მისამართი: ასათიანის N12.