ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ცნობით, ალან მურისა და ფრენკ მილერის ცნობილ კომიქსებს ქართულ ენაზე თარგმნიან, რომლის გამოცემაც 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
მათი ინფორმაციით, მოლაპარაკება კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამომცემელთან, DC Entertainment-თან რამდენიმე თვის წინ დაიწყეს: “ერთი სული გვქონდა, როდის გავუმხელდით მკითხველს ამის შესახებ. და დღეს დადგა ამის დროც.”
სულაკაურის გამომცემლობა DC/Vertigo-ს პარტნიორი ხდება. მათი ცნობით, შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს ოთხ ნაწარმოებს, რომლის ქართულ ენაზე გამოცემაც 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყება. ნაწარმოებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას მეორე ეტაპისთვის სურს, მკითხველს ნილ გეიმანის საკულტო სერია, The Sandman შესთავაზოს.
გამომცემლობაში იმედოვნებენ, რომ ამით საქართველოში კომიქსებისა და გრაფიკული რომანების კითხვის კულტურის ჩამოყალიბებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.