მობილიზაცია სარკოზის დასახვედრად დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში[VIDEO]

დედაქალაქის 20–მდე ყვითელი ავტობუსი და დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის 200–მდე მოსახლე დღეს, 7 ოქტომბერს, დღის პირველი საათიდან გადასასველ ხიდთან ახლოს იყო მობილიზებული. ისინი საფრანგეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან.

მოქალაქეები ავტობუსებში წინანსწარ ამობეჭდილი სიების მიხედვით აიყვანეს და თეთრი კონვერტები გადასცეს, რომელშიც მათი თქმით, პრეზიდენტის მოსაწვევი იდო.