სააკაშვილმა კასპაროვს ყვარელში უმანსპინძლა

მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი მოჭადრაკე და რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გარი კასპაროვი ყვარელში, საკუთარ სახლში მიიღო, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტმა კასპაროვს თავისი ახალი ინიციატივა გააცნო, რაც სკოლებში ჭადრაკის სწავლების შემოღებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილმა კასპაროვს საქართველოში ამ პროგრამის ხელმძღვანელობა შესთავაზა.