პარლამენტმა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

პარლამენტმა 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ  მიიღო რეზოლუციის პროექტი “ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურებისადმი.”

რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ბიურომ გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირა, დღეს, 15 აპრილს პარლამენტის სხდომაზე განიხილეს. განხილვების შედეგად მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა და საბოლოოდ ერთხმად დაამტკიცეს.

რეზოლუციის ტექსტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტის პრესსამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.