ყარაბაღთან შეტაკებების შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

კოტე სტალინსკის ფოტო
კოტე სტალინსკის ფოტო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, 5 ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის მახლობლად, ტარტარის რაიონში, სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.

ორმხრივი სროლის შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა: ერთი სამხედრო 20–ის, ხოლო მეორე 22 წლისაა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ფაქტს, რომ საპასუხო ცეცხლის შედეგად ასევე რამდენიმე სომეხი სამხედროც დაიღუპა.
ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ზონაზე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 1994 წელს გაფორმდა. მიუხედავად ამისა, რეგიონში ვითარება ყოველწლიურად იძაბება.