ბიძინა ივანიშვილი თბილისშია

ბიზნესმენი და მეცენანტი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში, რომლის სრული ტექსტიც 7 ოქტომბერს გავრცელდება.

“ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის უფროსის ელზა ნაბახტეველის განცხადებით, ის ახლა საქართველოში, კერძოდ თბილისში იმყოფება.

პრესსამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის გამოჩნდება ივანიშვილი მედიასთან.