NDI: მოსახლეობის 96% მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვლილებამ მათზე ნეგატიური გავლენა იქონია

NDI -ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 96 პროცენტის აზრით ლარის კურსის ცვლილებამ დოლარის მიმართ მოსახლეობაზე ნეგატიური გავლენა იქონია. მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებს მათ ოჯახებზე გავლენა არ მოუხდენია.  გამოკითხულთა 56-მა პროცენტმა, კითხვაზე, რა გავლენა მოახდინა ლარის კურსის ცვლილებამ დოლარის მიმართ მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უპასუხა, რომ ლარის კურსის ამგვარი ცვლილების გამო პროდუქტებში მეტი თანხის გადახდა უწევთ. 40 პროცენტი კი ცდილობს საჭირო პროდუქტები ნაკლებად შეიძინოს.

NDI-ის დაკვეთით კვლევა CRRC-მა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 2016 წლის თებერვალ-მარტში განხორციელდა. წარმომადგენლობითი შერჩევა მთელს ქვეყნას მოიცავს, ამასთან დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%