1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ხელკეტებითა და მხუთავი აირით საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და ასევე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.