ბაღების სააგენტოსთან აქციის მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს

დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული მოქალაქის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე უნდა გაიმართოს.

დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსთან ბაღების დირექტორების თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტის გასაპროტესტებლად მშობლები შეიკრიბნენ.

პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვა სურდათ, რისი უფლებაც პატრულის თანამშრომლებმა არ მისცეს, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თამუნა იარაჯული დააკავეს.

თამუნა იარაჯულს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა ედება,  რაც სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.