Huawei P9 – ახალი სმარტფონი 2 ძირითადი კამერით

სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Huawei მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ მოდელს სთავაზობს, რომელსაც ახლა უკვე 2 კამერის დახმარებით შეეძლება მაღალი ხარისხის ფოტოს გადაღება. P9-ის ორი კამერა ერთობლივ რეჟიმში ფერად და შავ-თეთრ ფოტოებს გადაიღებს და მას ერთ ფოტოდ გარდაქმნის.

P9-ის ერთ კამერას აქვს ტრადიციული RGB სენსორი, რომელიც ფერად ფოტოებს იღებს. მეორე კამერას კი, მონოქრომული სენსორი, რაც ნიშნავს, რომ ფოტოებს მხოლოდ შავ-თეთრ ფერში აღბეჭდავს. შემდეგ კი მობილური ორივე კამერიდან მიღებულ მონაცემებს ერთად ამუშავებს.

მონოქრომულ სენსორს დეტალების უკეთ აღბეჭვდა შეუძლია, რადგან ის შუქზე ნაკლებად რეაგირებს. Huawei აცხადებს, რომ P9-ს შეუძლია 270%-ით მეტი სინათლე აღბეჭდოს, ვიდრე iPhone 6S-ს, ხოლო 70%-ით მეტს, ვიდრე სამსუნგის Galaxy S7-ს.

Huawei-ს ახალი მოდელის შემქნისას პარტნიორობა ცნობილმა ფოტოკამერების მწარმოებელმა Leica-მ გაუწია.

Go behind the scenes of our #HuaweiP9 shoot with #HenryCavill, all shot by @MarioTestino#OOhttps://t.co/QRpYUAjeMY

— Huawei Device (@HuaweiDevice) April 6, 2016

მობილური გაყიდვაში 16 აპრილიდან ჩაეშვება. დეტალური ინფორმაცია მისი შიდა მახასიათებლების შესახებ იხილეთ ბმულზე.