მოციგურავე პრეზიდენტი {Video}

პრეზიდენტი ბათუმის ყინულის სასახლეში, ფოტო: მირანდა მიქაძე
პრეზიდენტი ბათუმის ყინულის სასახლეში, ფოტო: მირანდა მიქაძე

მიხეილ სააკაშილმა ბათუმის ახალ ბულვარში ყინულის სასახლე გახსნა.

პრეზიდენტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ბოლომდე დაესწრო საზეიმო ღონისძიებას, რომელშიც ბათუმელი, თბილისელი და ზუგდიდელი მოციგურავეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ელენე გედევანიშვილის გამოსვლამ დახურა, რომლის შემდეგაც მოედანზე თავად პრეზიდენტიც შევიდა. ის, ბავშვებთან ერთად, 15 წუთის განმავლობაში სრიალებდა.

სასახლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ახალი ყინულის სასახლე ოლიმპიური სტანდარტებისაა და 2500 მაყურებელზეა გათვლილი.  ყინულის საფარი კი, რომელიც სლოვაკმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს, 30 მეტრი სიგანისაა.

ყინულის სასახლის მშენებლობა ბათუმის ახალ ბულვარში მაისში დაიწყო, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ბრაით ლაითი” აწარმოებდა და მშენებლობისთვის 2 მილიონ 500 ათასი  ლარი დაიხარჯა.