საქართველოში სოციალური რეფორმების გასაცნობად მონღოლები ჩამოვიდნენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ანდრია ურუშაძემ მონღოლეთის დელეგაციას უმასპინძლა.

“მონღოლეთის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს წარმომადგენლები საქართველოში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ჩამოვიდნენ, რომლის მიზანიც ქვეყანაში მიმდინარე სოციალური რეფორმების გაცნობაა. სტუმრებმა ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან ირაკლი ნადარეიშვილთანაც გამართეს. მონღოლების ვიზიტი საქართველოში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით განხორციელდა”, –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.