ბელგიაში ატომური რადიოაქტიური ინსტიტუტის გუშაგი მოკლეს

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებებიდან ორი დღის შემდეგ ბელგიის ატომური რადიოაქტიური ელემენტების ინსტიტუტის გუშაგი მოკლეს, თუმცა პროკურატურა ამ ფაქტს ტერორისტულ დაჯგუფებებს არ უკავშირებს.

Reuters-ის ცნობით, შარლერუას პროკურატურა ასევე უარყოფს ბელგიური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოკლული გუშაგის საშვი მოიპარეს.

Reuters-ი აცხადებს, რომ პროკურატურა მათთან კომენტარს არ აკეთებს.

ბელგიის ტიანჯის ატომური ელექტროსადგური credit: REUTERS/Vincent Kessler

ბელგიის ტიანჯის ატომური ელექტროსადგური credit: REUTERS/Vincent Kessler