საიდუმლო მასალები „გაზპრომის“ შესახებ

იტალიაში  Anonymous ჯგუფის ჰაკერებმა ადგილობრივი კიბერპოლიციის სერვერები გატეხეს, საიდანაც საიდუმლო ფაილები მოიპოვეს. საიდუმლო ფაილები რუსული კომპანიის „გაზპრომის“ შესახებაც არსებობს.– იუწყება  Reuters Italia.

კიბერდამნაშავეების მტკიცებით,  უახლოეს პერიოდში ისინი იტალიის ევროპასთან და აშშ–სთან პოლიტიკური და საქმიანი მოლაპარაკებების ამსახველ დოკუმენტებს გაასაჯაროებენ.

იტალიური მედიის მტკიცებით, ჰაკერების მიერ მოპარული ინფორმაცია შესაძლოა შეეხებოდეს ასევე კომპანია „სიბნეფტს“, „ატომსტროიექსპორტს“, „დისკანსა“ და გიგანტურ ამერიკულ ნავთობკომპანია Exxon Mobil–ს.

ექსპერტთა მოსაზრებით, Anonymous–ის შეტევა არის შურისძიება ერთი კვირის წინ მათი ჯგუფის 14 წევრის დაკავების გამო.

Anonymous  ჰაკერთა ჯგუფის წევრები ესპანეთში Sony PlayStation–ის მომხმარებელთა პირადი მონაცემების მოპარვისა და აშშ–ში  PayPal–ზე კიბერთავდახსმის ბრალდებით დააპატიმრეს.