პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დაიწყება.

ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. კომოროვსკი თავდაპირველად შეხვედრებს  ბათუმში გამართავს, დედაქალაქ თბილისს კი ოთხშაბათს ეწვევა.

დღეს ბათუმში პოლონეთის პირველი ლედი ანა კომოროვსკი ჩავა.