ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე  რუსეთის პატრიარქს კიევში  შეხვდება.

ამის შესახებ პატრიარქმა კვირას განაცხადა საკვირაო ქადაგებისას. მან მრევლს სთხოვა, ილოცოს იმისთვის, რომ რუსეთის პატრიარქ კირილთან გამართული შეხვედრა დადებითად დასრულდეს. “გთხოვთ, ილოცოთ, რომ დადებითი შედეგებით დავბრუნდეთ”, – აღნიშნა ილია მეორემ, თუმცა ცნობილი არ არის, რა შედეგებს მოელის საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქისაგან.

საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მიემგზავრება უკრაინაში. დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.