თსუ-ს მოვლენებმა საქართველოში კვლავ აქტუალური გახადა ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი, რომლის სამართლებრივი რეფორმირება საქართველომ 2015 წელს განახორციელა.
ცვლილებების შედეგად დამტკიცდა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სადაც სპეციალური უსაფრთხოების თანამშრომლის დაშვება სავალდებულოა.
მანამდე ასეთი სია არ არსებობდა, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კანონიერად შესაძლოა ყველა უწყებაში ყოფილიყვნენ. ამჟამად მოქმედი კანონით კი იმ დაწესებულებებს, რომლებიც ამ სიაში არ არიან და თვლიან, რომ აქვთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, შეუძლიათ თავად მიმართონ სუს-ს.
კრიტიკული ობიეტების სიაში თსუ-ი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი უნივერსიტეტში ე.წ ოდეერია წარმოდგენილი ან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიმართა სპეციალური უსაფრთხოების სამსახურს, ან აიძულეს, რომ მიემართა, ან სამართლებრივი ცვლილებების შედეგად ფორმალურად კი გაუქმდა ეს სამსახური, თუმცა არაფორმალურად დარჩა. ან კიდევ საუბარია არა ე.წ. ოდეერზე, არამედ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო თანამშრომელზე, რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს თსუ-ს თანამშრომელი, თუმცა ამის შესახებ ადმინისტრაციამ არ იცოდეს.
უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხაში, რომელიც 2015 წლის ნოემბერში დაამტკიცეს და მას ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, არ შედის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო კანცელარია.
გთავაზობთ უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების სიას: