ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქცია: 15.00

დღეს, ვაჟა ფშაველას გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან (ე.წ. მოდულის) 7 ივლისს დაკავებული ფოტორეპორტიორების მხადრასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი გაზეთი “ალიაა”.  სწორედ ამ გაზეთთან თანამშრომლობდა გიორგი აბდალაძე. მასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ასევე ცნობები, რომ იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოგრაფი, თუმცა გუშინ საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აბდალაძე არ ირიცხება სამინისტროს შტატიან თანამშრომლად და ის მოკლევადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს.

ფოტორეპორტიორის დაკავებასთან დაკავშირებით  “ალია-ჰოლდინგმა” საგანგებო განცხადებას გაავრცელა. “ალია-ჰოლდინგი” მოუწოდებს ყველა ფოტორეპორტიორს, ჟურნალისტს, ყველა ქართულ და მსოფლიო მედიასაშუალებას, სახალხო დამცველს, დემოკრატიის დამცველი ქვეყნების საელჩოებს, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს და ყველა მოქალაქეს გამოხატონ სოლიდარობა და შეუერთდნენ დღეს დაგეგმილ აქციას.

“ალია ჰოლდინგი” ითხოვს გამოძიებამ დასაბუთებულად განუმარტოს  კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი დაკავებულებს და  საქმეს მოეხსნას გრიფით ”საიდუმლო”.

აქცია “მოდულის” შენობასთან 15.00 საათზეა დაგეგმილი. სოლიდარობის აქციას “ნეტგაზეთიც” უერთდება.

ოთხი ფოტოგრაფი– ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი), მისი მეუღლე  ნათია გედენიძე (“პრაიმ–ტაიმის” და “კვირის პალიტრის” ფოტორეპორტიორი”), ზურაბ ქურციკიძე (ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორი), გიორგი აბდალაძე (გაზეთ “ალიას” ფოტორეპორტიორი, საგარეო საქმეტა სამინისიტროს ფოტოგრაფი)– სამართალდამცავებმა 7 ივლისს დააკავეს.

პროკურატურას მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ ბრალი ედებათ ჯაჯუშობაში.