“დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში და საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ჩვენ, ბუნებრივია, ამას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ან კონფრონტაციას უნდა დავუბრუნდეთ, ან ეტაპობრივად უნდა დავუბრუნდეთ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობას და სწორედ ამ კონტექტსში გადავწყვიტოთ ორმხრივი საკითხები”, – განაცხადა კარასინმა.