ბაღაფშს ქვეყნის გმირის წოდება მიანიჭეს

აფხაზეთის ექს–პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშს, რომელიც მიმდინარე წლის 29 მაისს  63 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქვეყნის გმირის წოდება მიენიჭა

სიკვიდლის შემდეგ იგი ასევე დაჯილოვდა პირველი ხარისხის ორდენით „ღირსება და დიდება“, იუწყება აფხაზეთის პრეზინდეტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით სააგენტო როსბალტი.

ბაღაფშის დაჯილდოვების შესახებ განკარგულებას ხელი პრეზინდეტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ანქვაბმა მოაწერა.

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდნეტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გამოცხადდა.