“აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ-ს პირველ კორპუსში შევიდნენ

თსუ-ს პირველი კორპუსის წინ მდგარი სტუდენტების ნაწილი შენობაში შევიდა ნულოვანი სართულიდან, სადაც იმ დროისთვის დაცვის ცოტა თანამშრომელი იმყოფებოდა. სტუდენტები პირველ კორპუსში შესვლას ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

კორპუსის ცენტრალურ კართან მობილიზებული იყვნენ პოლიციელები, რომლებიც პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება [არ შეშვების] სტუდენტების უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული, რადგან არსებობდა თვითმმართველობისა და აუდიტორია 115-ის წევრებს შორის დაპირისპირების რისკი.

აუდოტორია #115-ის მხადარმჭერი სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსში შევიდნენ

Posted by netgazeti.ge on Tuesday, March 15, 2016

სტუდენტური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ოთო კობახიძე ფეისბუკზე წერს, რომ სტუდენტების ნაწილი კვლავ შენობის გარეთ რჩება.

#115აუდიტორია სტუდენტების ნაწილი 115-ში შევიდა გარედან. ნაწილი, ვინც მეორე დღეა გარეთაა, ისევ აქ აქ არის.ცივა. ქარია. ავტონომია. #თსუ16#TSU16

Posted by Otto Kobakhidze on Tuesday, March 15, 2016